მიმოხილვა

პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს მსმენელს მოლაპარაკების წარმოებისათვის აუცილებელი სტრატეგიული და ტაქტიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში. თემატიკა ძირითადად ორიენტირებულია მოლაპარაკების დაგეგმვის, გაძღოლის, ინტერესთა მართვის, ღირებულების შექმნისა და დანაწილების მეთოდებზე. პროგრამა მოიცავს მოლაპარაკების წარმოების ზოგად მეთოდებს და გამიზნულია აუდიტორიის ფართო წრეთათვის.    

 

პროგრამა შედგება სამი ძირითად თემისგან: მოლაპარაკების დაგეგმვა, მოლაპარაკებისას ღირებულების განაწილება და მოლაპარაკებისას ღირებულების შექმნა. უპირველესად, პროგრამა ამახვილებს ყურადღებას მოლაპარაკებათა დაგეგმვის აუცილებლობაზე და მის მნიშვნელობაზე. წარმოაჩენს მოლაპარაკების დაგეგმვის სისტემური პროცესის პრაქტიკულ მხარეებს და მის გამოყენებას მთლიანი კურსის სწავლების პერიოდში.  ამასთანავე, განიხილება მოლაპარაკებისას ღირებულების განაწილების პრაქტიკული მაგალითები. მიუხედავად იმისა თუ რამდენად მეგობრული და ნაკლებად კონკურენტული შეიძლება იყოს ყოველი ინდივიდუალური მოლაპარაკება, ყოველთვის დგება მომენტი როდესაც „მოლაპარაკების მაგიდაზე“ არსებული რესურსები ნაწილდება მხარეებს შორის. სასწავლო კურსი აგრეთვე განიხილავს მოლაპარაკების დროს ღირებულების შექმნის მექანიზმებს. იმისდამიუხედავად, რომ ზოგადად მიჩნეულია მოლაპარაკების პროცესი როგორც „მოლაპარაკების მაგიდაზე“ არსებული რესურსების განაწილების საშუალება, ყოველი ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების საფუძველზე არსებობს იმისი შესაძლებლობა რომ მოლაპარაკებამ დამატებითი სარგებელი მოუტანოს პროცესში ჩართულ თითოეულ მხარეს. კვლევა ადასტურებს, რომ სულ მცირე მომლაპარაკებელთა 67% შეუცნობლად ტოვებს ღირებულ რესურსებს „მოლაპარაკების მაგიდაზე“. მოლაპარაკებისას დამატებითი ღირებულების შექმნის მექანიზმების შეცნობის საშუალებით, სასწავლო კურსი მიზნად ისახავს მსმენელთა ჩამოყალიბებას უკეთესი ანალიტიკური უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალებად. სხვა მსგავსი თემატიკის მქონე საკითხებთან ერთად საგანი ყურადღებას უთმობს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორებიცაა: მოლაპარაკებები აგენტების საშუალებით, მრავალმხრივი და მრავალკულტურული მოლაპარაკებები, სამსახურეობრივი მოლაპარაკებები და სხვა.