კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას კავკასიის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორის თანამდებობაზე

26 ნოემბერი 2021

სამუშაო მოვალეობები:

 

  • უზრუნველყოფს სასწავლო კურსებზე და სხვა კომპონენტებზე სტუდენტთა რეგისტრაციის გახსნას, პროცესზე კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დახმარების/კონსულტაციის გაწევას; 
  • მუდმივ მონიტორინგს უწევს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ორგანიზაციულ მხარეს, რა დროსაც ყოველდღიურ ურთიერთობებს აწარმოებს აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან;
  • უზრუნველყოფს აკადემიური პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსების რეგისტრაციას უნივერსიტეტის ელექტრონულ ბაზაში; 
  • ამზადებს სემესტრულ სასწავლო განრიგს (ცხრილს) და საგამოცდო ცხრილებს;
  • უფლებამოსილების ფარგლებში მონაწილეობას იღებს  პროგრამის თვითშეფასებისა და სემესტრული  ანგარიშის მომზადების პროცესში;
  • კომპეტენციის ფარგლებში ერთვება ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციის პროცესში; 
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სტუდენტთა სამეცნიერო საქმიანობას. ახდენს სტუდენტთა ინფორმირებას სასკოლო სამეცნიერო კონფერენციების შესახებ და უწევს ორგანიზებას;
  • ორგანიზებას უწევს ლექტორებთან საერთო შეხვედრებს, ხოლო ახალ ლექტორებთან საორიენტაციო შეხვედრებს პერსონალის მართვის დეპარტამენტის ჩართულობით;
  • სტუდენტთა მობილობის და/ან სტატუსის აღდგენის დროს, მონაწილეობას იღებს მათ მიერ ათვისებული კრედიტების აღიარების პროცესში; 
  • მონაწილეობას იღებს სკოლისთვის საჭირო პარტნიორი ორგანიზაციების მოძიების პროცესში;
  • ატარებს საჭირო ღონისძიებებს სასწავლო ლიტერატურით სტუდენტების უზრუნველყოფისათვის;
  • ზრუნავს სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების (კატალოგის) შექმნა/განახლებაზე;
  • უზრუნველყოფს საგამოცდო მასალების დროულ მოპოვებას, გაცნობას  და უფლებამოსილების ფარგლებში, ტექნიკურ/სტილისტურ და შინაარსობრივი მხარის გადამოწმებას კონკრეტული სასწავლო კურსის სილაბუსთან მიმართებაში; 
  • ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად ამზადებს სემესტრულ სამსახურეობრივ ბარათს;
  • საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ ახდენს ლექტორთა ინფორმირებას;
  • ესწრება შუალედურ და დასკვნით გამოცდებს;  
  • დეკანთან, პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან და ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტთან ერთად განიხილავს სტუდენტების მიერ ლექტორების შეფასების სემესტრულ და პროგრამასთან მიმართებაში სტუდენტების და კურსდამთავრებულების კმაყოფილების კვლევის წლიურ ანგარიშებს; 
  • ხელს უწყობს აკადემიურ პერსონალთან სტუდენტების ინდივიდუალური კონსულტაციების პროცესს და არასააუდიტორიო აქტივობებს; 
  • კოორდინირებას უწევს სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურებს;
  • აწარმოებს სტუდენტის მიერ სასწავლო პროგრამაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სავალდებულო მოთხოვნების შესრულების კონტროლს;
  • ამზადებს სტუდენტთა აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტაციას;



საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა განათლების ადმინისტრირების/მენეჯმენტის მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება დოქტორანტებს);
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლიანი  გამოცდილება.(უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს);
  • ინგლისური ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.

 



პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა; 
  • დისციპლინირებულობა.





სამუშაო პირობები: 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - პარასკევის  ჩათვლით: 11:00-20:00სთ,  შაბათი მოკლე სამუშაო დღე: 09:00-14:00სთ.
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  „კავკასიის ბიზნესის და ეკონომიკის სკოლების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



გისურვებთ წარმატებას!