მიღების წესები

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვთ აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტების შედეგების, ხოლო ოსურენოვან და აფხაზურენოვან საქართველოს მოქალაქე აბიტურიენტებს მხოლოდ აფხაზური ან ოსური ენის გამოცდების შედეგების საფუძველზე.

 

სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ ქართულ ენაზე.

 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მშობლიურ ენაზე ზოგად უნარებში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა.ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ზოგადი წესიდან გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევაში.პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის კავკასიის განათლების სკოლაში გადმოსვლის სურვილის შემთხვევაში, საკითხს შეისწავლის და საბოლოო გადაწყვეტილებას ღებულობს საგანმანათლებლო პროგრამების დირექტორი და სკოლის დეკანი, მათ მიერ შეთანხმებული შესაბამისობის საფუძველზე, სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ერთიანი ბრძანებით.