არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების ტრენინგი კნაუფში

10 დეკემბერი 2019

                                                                     

9 და 10 დეკემბერს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმის ფარგლებში, ეწვივნენ კომპანია კნაუფს, სადაც მათ ჩაუტარდათ ტრენინგები თემებზე:

 

  • კნაუფის შიდა ტიხრები და ჭერის სისტემები 
  • კნაუფის მშრალი სამშენებლო ნარევები

 

ტრენინგის ფარგლებში სტუდენტებისთვის მოეწყო ექსკურსია ქარხანაში, ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა. მონაწილე სტუდენტებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.

 

კომპანია კნაუფი და კავკასიის ტენოლოგიების სკოლა კვლავაც გეგმავენ მომავალაში სტუდენტებისთვის ტრენინგების ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას.