პროფესორი პოლ ერნესტ ჰენრი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                19 March 2018

 

Professor Paul Ernest Henry Appointed as Chief of Staff to the Dean of New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი პოლ ერნესტ ჰენრი დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანის  აპარატის ხელმძღვანელად.

 

პროფესორი ჰენრი არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ – ვესტმინსტერის კოლეჯის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ძალზედ პატივსაცემი პედაგოგი კანადასა და ონტარიოში. ის არის ლორენტიან უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტურის კანდიდატი სოციალურ მეცნიერებათა დარგში. 1996 წელს განათლების გეგმის ცვლილების დარგში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი ტორონტოს უნივერსიტეტში. მოიპოვა ორი ბაკალავრის ხარისხი, მათ შორის 1992 წელს გეოგრაფიისა და ისტორიის განათლების ბაკალავრის ხარისხი ლორენტიან უნივერსიტეტში და ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი წარჩინებით პოლიტიკურ მეცნიერებების და ისტორიის დარგში 1990 წელს, ასევე ლორენტიან უნივერსიტეტში.

 

პროფესორი ჰენრი მსახურობდა ონტარიოს განათლების სამინისტროში ფრანგულ ენაზე სწავლების პოლიტიკის  უფროს სპეციალისტად და ამჟამად მსახურობს დირექტორის თანამდებობაზე Scolaire Catholique du Nouvel-Ontario-ში (სიდბერიში, ონტარიოში), სადაც აგრეთვე ასრულებს ექვსი სკოლის დირექტორის და ვიცე-დირექტორის მოვალეობას. როგორც პოსტსაშუალო და მინისტერიალის დონის მასწავლებელი, ონტარიოს განათლების მინისტრის ფრანგული ენების მონიტორინგის პროგრამების საშუალებით, იგი პასუხისმგებელი იყო ესწავლებინა გეოგრაფიის, ისტორიის, სოციოლოგიის, ჰუმანიტარული და კულტურული საქმიანობის კურსები.

 

პროფესორი ჰენრი მსახურობდა მისი უდიდებულესობის კანადის შეიარაღებულ ძალებში და იყო CFB Borden-ის სასწავლო ცენტრის ოფიცერი. იგი პასუხისმგებელი იყო წელიწადში 600 რეზერვის ოფიცრის ტრენინგიზე, სხვადასხვა საოფიცრო პროფესიული მომზადების კურსებზე.

 

”პროფესორ ჰენრის მრავალწლიანი სწავლების გამოცდილება უდიდესი უპირატესობა იქნება ჩვენი კოლეჯისთვის, უნივერსიტეტისა და სტუდენტებისთვის”, - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ, კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი პერსონალის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ხელმძღვანელობა განათლებაში და სამხედრო სამსახურში გამოადგება მას კოლეჯის აპარატის ხელმძღვანელობაშიც”.

 

”ჩემთვის დიდი პატივია ვიყო კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის დეკანის აპარატის ახალი ხელმძღვანელი ”, - განაცხადა პროფესორმა პოლ ერნესტ ჰენრიმ.