დოქტორ ინეს გოკელი დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის სამედიცინო ეთიკის პროფესორად

19 მარტი 2018

PRESS RELEASE: For Immediate Release                                                                                    19 March 2018

 

Doctor Ines Gockel Appointed Professor of Medical Ethics of the New Westminster College of Caucasus University

 

თბილისი, საქართველო. კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის აპარატმა განაცხადა, რომ პროფესორი ინეს გოკელი დღეს ოფიციალურად დაინიშნა კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის სამედიცინო ეთიკის პროფესორად.

 

პროფესორი გოკელი არის ქირურგიის პროფესორი, მსოფლიოში ცნობილი ქირურგი და  ექიმი. იგი არის კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის სამეცნიერო საზოგადოების წევრი და 2013- 2017 წლებში მსახურობდა კანადაში ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის მმართველთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარის მოადგილედ, ვიდრე ის 2017 წლის 1 ნოემბერს კავკასიის უნივერსიტეტის წევრ კოლეჯად იქცეოდა.

 

პროფესორმა გოკელმა ექიმის სპეციალობა 1995 წელს მიიღო გერმანიის მაინცის იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტში, ხოლო მისმა დისერტაციამ ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლური აშლილობების შესახებ მიიღო უმაღლესი შეფასება. დოქტორ გოკელმა 1995 წელს ჩააბარა გერმანული ენის გამოცდა (ნაბიჯი I, II და III) და შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდები (ნაბიჯი I და II). 2001 წელს ჩააბარა ზოგადი ქირურგიის საბჭოს სალიცენზიო გამოცდა, ხოლო 2005 წელს ვისცერალულ ქირურგიის გამოცდა. 2013 წელს მან მიიღო MBA ხარისხი საავადმყოფოებისასა და ჯანდაცვის საერთაშორისო მენეჯმენტში, ფრანკფურტის ფინანსთა და მენეჯმენტის სკოლაში გერმანიაში.

 

პროფესორ გოკელი იკავებდა არაერთ საპროფესორო თანამდებობას თავისი სამედიცინო კარიერის განმავლობაში, მათ შორის: მედიცინის პროფესორი იოჰანეს გუტენბერგის სამედიცინო სკოლაში (2011-დღემდე); ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯში ეთიკური ლიდერობის პროფესორი (2012-2017); და ტრანსპლანტანტისა და ვისცერალუული ქირურგიის ასოცირებული პროფესორი იოჰანეს გუტენბერგის სამედიცინო სკოლაში. იგი ამჟამად მსახურობს გერმანიის ლაიფციგის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში ვისცელარული, ტრანსპლანტაციის, გულმკერდის და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების და კათედრის დირექტორის თანამდებობაზე.

 

”პროფესორი გოკელი ასრულებს წამყვან როლს გერმანიასა და საქართველოში სამედიცინო ეთიკის პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში,” - თქვა პროფესორმა რობერტ გუდვინ III-მ კავკასიის უნივერსიტეტის ნიუ-ვესტმინსტერის კოლეჯის დეკანმა. ”მისი ეთიკური და უანგარო ლიდერობის მაგალითი პატივისცემას იმსახუერებს როგორც სტუდენტების, ასევე კოლეგებისგან. ჩვენს კოლეჯსა და უნივერსიტეტს ძალიან გაუმართლა, რომ ასეთი გამორჩეული და შთამაგონებელი პიროვნებასთან გვიწევს  თანამშრომლობა“.