სტარტაპ აქსელერატორი C10 შეიქმნა 2016 წელს, იმისათვის, რომ დაეხმაროს სტუდენტებს შემჭიდროვებულ ვადებში განავითარონ საკუთარი სტარტაპები იდეიდან პროტოტიპამდე.
აქსელერატორში გუნდები საჭიროების მიხედვით იღებენ დახმარებას:
გუნდის ფორმირება - ხშირად ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს აქვთ იდეა და არ ჰყავთ საჭირო ადამიანები ირგვლივ. სრულყოფილი და შეწყობილი გუნდი წარმატებისთვის აუცილებელი პირობაა. გუნდის ფორმირებაში მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი ამოცანაა.
სტარტაპის აქსელერაცია - იდეის ვალიდაცია, პროტოტიპის შექმნა და დახვეწა, ვადებში დროულად დასრულება და სხვა. იმისათვის, რომ სტარტაპმა რაც შეიძლება შემჭიდროებულ ვადებში შეიმუშაოს პროტოტიპი თუ სერვისი და ის პირველ მომხმარებლამდე მიიტანოს.
ფიჩინგისთვის მომზადება - სტარტაპის, გუნდის, პროდუქტის, მისი უპირატესობების და კონკურენციის დაძლევისა თუ სხვა საკითხების მოკლე დროში და ეფექტურად მიწოდება ინვესტორისათვის ან გლობალურ აქსელერატორში მოსახვედრად.
დაფინანსება - დაფინანსების მოძიებაში დახმარების გაწევა, დაფინანსების სხვა და სხვა წყაროებზე ინფორმაციის მიწოდება, გრანტებსა და პროექტებზე განაცხადის მომზადებაში დახმარება, ინვესტორებთან შეხვედრების ორგანიზება, და სხვა.