ინფლაციური პროცესების რეგულირება საქართველოში

პროექტის პერსონალი ლაშა ქავთარაძე, ნოდარ კილაძე, CDS

 

კვლევა მიზნად ისახავს საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზების დადგენას და იმ ძირითადი ფაქტორების ანალიზს, რომლებიც ეკონომიკური თეორიის მიხედვით გავლენას ახდენენ ფასების დონის ცვლილებაზე, რის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ინფლაცია, თავისი უარყოფითი შედეგების გამო, საზოგადოებაში უარყოფით ემოციებს იწვევს. როგორც მაღალი, ასევე ნულოვანი, ან ნულთან მიახლოებული ინფლაცია, დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის ხარჯებთან საზოგადოებისათვის, რაც საბოლოო ჯამში წარმოშობს კეთილდღეობის დანაკარგებს. რეალურ ეკონომიკაში ფასების დონის ცვლილება საკმაოდ დინამიური პროცესია და რთულია ინფლაციის გამომწვევი კონკრეტული მიზეზისა თუ ფაქტორის გამოყოფა. ფასების სტაბილურობა არის ფუნდამენტურ ფაქტორი, რომელიც აუცილებელია მაღალი და სტაბილური ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. შესაბამისად, ინფლაციური პროცესების რეგულირება საკმაოდ მნიშვნელოვანია. აღნიშნული საკითხის პრაქტიკული მნიშვნელობა მაღალია, რადგანაც, ინფლაციური პროცესების კვლევების დახმარებით შესაძლებელია სანდო პროგნოზების აგება საქართველოს ეკონომიკის თავისებურებებიდან გამომდინარე შერჩეული ფაქტორების დახმარებით, შემდგომ კი მათი ეფექტური გამოყენება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების პროცესში.