მიმოხილვა

სამედიცინო დაწესებულებების მართვაში უმნიშვნელოვანესია რეგისტრატურის (მიმღები განყოფილების, „რესეფშენის“) გამართული, შეუფერხებელი მუშაობა. ის ცენტრალური ადგილია სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტების ჩაწერის სისტემა, პაციენტებისთვის დროული, შეუფერხებელი მომსახურების მიწოდება განსაკუთრებული პრიორიტეტი და მუდმივი ზრუნვის საგანია. პაციენთან კომუნიკაციის უნარები, კონფლიქტის თავიდან აცილება და მართვა, კონფიდენციალური ინფორმაციის გაანალიზება და მისი დაცვა, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მაღალი ხარისხით მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფაზე.

კურსი დაეხმარება სამედიცინო დაწესებულების მენეჯერებს, რეგისტრატურის (ადმინისტრატორებს, მიმღები განყოფილების თანამშრომლებს) თანამშრომლებს პაციენტებთან კომუნიკაციის უნარების გაანალიზებაში, კონფლიქტების თავიდან აცილებაში, სტრესის შემცირებასა და მართვის საკითხების დაგეგმვაში, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი სიძნელეების დაძლევაში.