თემატიკა

მოდული #1. სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის ოპერირება

 

მოდულის მიზანია მსმენელები გაეცნონ ამ სფეროში დაგროვილ თეორიულ ცოდნას, გაერკვნენ სასტუმროს მენეჯმენტის არსში, ფუნქციებში, მისი შესწავლის მეთოდოლოგიაში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

 

  • შესავალი სასტუმროს მენეჯმენტში (ისტორიული მიმოხილვა, სასტუმროს კლასიფიკაციის სისტემები, დარგის ზრდის ტენდენციები);
  • განთავსების ინდუსტრიისა და სასტუმრო მომსახურების არსი;
  • სასტუმროს ძირითადი სამსახურები და მათი ფუნქციონირების თავისებურებანი;
  • სასტუმროთა და სასტუმრო ნომრების საკლასიფიკაციო სისტემები;
  • სასტუმრო ფასები და ფასთა პოლიტიკა;
  • ნაადრევი ჩამოსვლის და გვიან გაწერის პროცედურები;
  • სასტუმროს ორგანიზება და ფრონტ–ოფისი;
  • დაჯავშნა(დაჯავშნის მნიშვნელობა მოგზაურთა და სასტუმროსათვის, დაჯავშნის სისტემის მიმოხილვა, წყაროები, სტუმართა მიერ დაჯავშნის პროცედურები);
  • ჯავშვნის დასტურის წერილი და მნიშვნელობა;
  • სტუმრების რეგისტრაცია (სტუმართან პირველი კონტაქტის მნიშვნელობა, სტუმართა მონაცემების მოკრება, სტუმართა რეგისტრაციის პროცედურა, გამოყოფილი ოთახის რეგისტრაცია);
  • პრობლემური სიტუაციები და მოგვარება;
  • სტუმართან ანგარიშსწორება (ფრონტ-ოფისის საერთო ბუღალტრული პრაქტიკა, ანგარიშსწორებისა და საგადამხდელო ფორმები და პროცედურები);
  • სტუმრის გაწერა (სტუმრის გაწერის განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურები, სტუმართა ისტორიები).

 

ტრენერი: გიორგი ყურაშვილი 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)

16 წლიანი გამოცდილება სტუმართ-მასპინძლობის, კერძოდ კი სასტუმროების სფეროში. თანამშრომლობდა ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა Marriott International (Tbilisi Marriott), Carlson Rezidor Hotels Group (Radisson Blu Iveria) და  IHG (Holiday Inn Tbilisi). 2016 წლიდან დღემდე არის სასტუმრო ბილთმორ თბილისის მიღება-განთავსების მენეჯერი.  


მოდული #2 დასუფთავების სამსახური (Housekeeping)

 

სასტუმროში დასუფთავების დეპარტამენტის სტრუქტურა და ფუნქციები. დასუფთავების სამსახურის ოპერირების პროცესი.

 

ტრენერიოქსანა ხოდინ - დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია (ქ. თბილისი)

 

ხანგრძლივობა: 12 საათი (4 შეხვედრა)


მოდული #3. ადამიანური რესურსების მართვის ზოგადი კურსი;

 

ტრენინგის მიზანი:

 

დამსწრე აუდიტორიას ჩამოუყალიბდეს/გაუღრმავდეს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა  HR მენეჯმენტის მიდგომების შესახებ, რადგან მათ უფრო ფართო ჭრილში შეძლონ აღქმა და დანერგვა იმ HR-ული სისტემების, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მიზნების მიღწევაში და  თანამშრომლებისათვის ჯანსაღი, სამართლიანი და პროგრესული გარემოს ჩამოყალიბებაში.

 

მოდულის თემატიკა:

 

  • HR მენეჯმენტი (კლასიკური და თანამედროვე მიდგომები);
  • HR ბიზნეს პარტნიორი;
  • ორგანოზაციული კულტურა, კომუნიკაცია;
  • ადამიანური რესურსების დაგეგმვა, მოზიდვა,  შერჩევა, ადაპტაცია და შენარჩუნება;
  • ორგანიზაციული ცვლილების ტიპები;
  • ადამიანური რესურსების მართვა ორგანიზაციული ცვლილებების დროს;
  • სტრესის მართვა;
  • კომპენსაციის მოდელები, სწავლება და განვითარება;
  • სამოტივაციო სისტემები, შეფასება და დაჯიდოვება;

 

ფინალური გასვლითი ლექცია სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში, პროექტის წარდგენა და კურსის შეჯამება;

 

ტრენერი: ხათუნა ტუღუში - HR დირექტორის მოადგილე, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

 

ხანგრძლივობა: 18 საათი (6 შეხვედრა)


მოდული #4. „ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა“

 

  • ტრენინგის მიზანი

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებს მისცეს სასტუმროს, როგორც ორგანიზაციის ოპერირებისათვის საჭირო სპეციფიური ცოდნა  და მისი მართვისათვის საჭირო ინფორმაცია.  ტრეინინგზე განხილული იქნება სასტუმროს მუშაობის სფეციფიკა და  ბაზარზე  არსებული ტენდენციები.

 

ტრეინინგის მიზანია დამსწრეებმა მიიღონ მასპინძლობის სფეროს  თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებზე დამყარებული ცოდნა და ასევე, გამოიმუშაონ პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები. დამსწრეები შეძლებენ  განავითარონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, რათა შეძლონ სამუშაოს დაგეგმვა, სტრატეგიის შემუშავება და წამოჭრილი ამოცანების გადაჭრა სტუმარ-მასპინძლობის დარგში.

 

მოდულის  თემატიკა

 

  • ქართული ბრენდის სასტუმროს,განვითარების პერსპექტივა
  • სასტუმროს მართვა ქართულ რეალობაში:
    • მართვის სახეობები სასტუმროში;
    • გუნდის მართვა და ლიდერობა;
    • მოტივაცია და ბენეფიტები სასტუმროში;
 
ტრენერი: ქეთევან ალიმბარაშვილი
 
აქვს სასტუმროებისა და რესტორნების სფეროში 13 წლიანი მუშაობის გამოცდილება. დღემდე მონაწილეობს ადგილობრივი ქართული ბრენდის სასტუმროების გახსნის მოსამზადებელ სამუშაოებში. არის რამდენიმე სასტუმროს პროექტის, ბრენდირების და კონცეფციის თანაავტორი. იყო რამდენიმე სასტუმროს მთავარი რგოლის მენეჯერი. 5 წლის განმავლობაში მუშაობდა გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ეწევა ტრენერის საქმიანობას სხვადასხვა ტრენინგ ცენტრში. „თიბისი ბანკიში" არის პროექტ "თიბისი ბიზნესისთვის" ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით. ჩატარებული აქვს საავტორო სასტუმროს მართვის სრული კურსი, საქართველოს მაშტაბით. არის კომპანია "ლივინგსტონის" შვილობილი კომპანიის "არეალის" სასტუმროების მართვის პროგრამის, ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის მსოფლიოში საუკეთესო სამეულში შესული სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარული სკოლის Les Roches "საერთაშორისო სასტუმროების მართვის Executive სამაგისტრო პროგრამის" მონაწილე.
 
 
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შეხვედრა)

 მოდული #5. ღონისძიების მენეჯმენტი

დამკვეთის მოთხოვნის გაანალიზება, ღონისძიების დაგეგმვა, ბიუჯეტის და შეთავაზების გაკეთება, ღონისძიების საოპერაციო ნაწილის მართვა. 

 

ტრენერი: ნინო პატარიძე - ღონისძიებების მენეჯერი, „აჭარა ჯგუფი“ (ჰოლიდეი ინი თბილისი, რუმსი ყაზბეგი, რუმსი თბილისი, ფაბრიკა ჰოსტელი)

 

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა) 


მოდული #6. სასტუმროს უსაფრთხოება

 

  • უსაფრთხოება როგორც სასტუმროს მომსახურების შემადგენელი ნაწილი. სასტუმროს უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და შინაგანაწესი.
  • კრიზისული სიტუაციების მართვის გეგმა. კრიზისული სიტუაციები
  • რისკის მენეჯმენტი და შრომის უსაფრთხოება. დანაკარგების თავიდან აცილება და ინციდენტების პრევენცია.

 

ტრენერი: ბაჩანა სულხანიშვილი

 

ხანგრძლივობა: 3 საათი (1 შეხვედრა)


მოდული #7. კვებისა და სასმელების მენეჯმენტი

 

მოდულის თემატიკა:

 

  • მენიუს შერჩევა ბაზრის მოთხოვნებისა და რესტორნის თემატიკის გათვალისწინებით;
  • საკვებისა და სასმელების ღირებულების განსაზღვრა;
  • სტანდარტული რეცეპტები;
  • ეფექტური კონტროლის სისტემის შემუშავება;
  • ფასების დაწესების სტრატეგიები;
  • პროდუქტის შესყიდვის, მიღების, შენახვის და მომზადების პროცედურები;
  • შრომის ღირებულების განსაზღვრა დარბაზისა და სამზარეულოს პერსონალისთვის;
  • ყოველი თვის ბოლოს პროდუქტის ნაშთების აღწერის პროცედურა.

 

ტრენერი: ილია საგანელიძე 

 

ხანგრძლივობა: 6 საათი (2  შეხვედრა)


მოდული #8 სასტუმროსა და ტურისტული კომპანიის ურთიერთობის კოდექსი. რა უნდა იცოდეს სასტუმრომ ტურისტული საქმიანობის შესახებ. ვინ არის სასტუმროსთვის ყველაზე სასურველი მომხმარებელი

 

მოდულის თემატიკა: 

 

  • რა ურთიერთობა უნდა დამყარდეს სასტუმროსა და ტურისტულ სააგენტოს შორის
  • რატომ არის სასტუმროსთვის მნიშვნელოვანი ტურისტული კომპანიები
  • სასტუმროს საფასო პოლიტიკა ტურისტულ სააგენტოებთან
  • Leisure & MICE ტურიზმი
  • ტუროპერატორის და საქმიანი ტურიზმის კომპანიის გამანსხვავებელი ნიშნები
  • როგორ მუშაობს სასტუმრო LEISURE სეგმენტზე
  • როგორ მუშაობს სასტუმრო MICE სეგმენტზე
  • MICE ტურიზმის კრიტერიუმები სასტუმროსადმ
  • შეუძლია თუ არა ყველა სასტუმრო იყოს MICE ბაზარს მორგებული თუ არა
  • არის თუ არა სასტუმროსთვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერა და პირიქით
  • დასკვნა, დისკუსია, კითხვა-პასუხი, სავარჯიშოები (მაგალითად კორპორატიული შეთავაზების შეფუთვა სასტუმროსა და ტურ.სააგენტოს შორის)

 

ტრენერი: ვიქტორია შარია: 1998-2004 ჰაიდელბერგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გერმანისტიკის და სოციალური პედაგოგიკის მაგისტრი. 2006 – დღემდე პროფესიული გამოცდილება მარკეტინგში (SilkRoadGroup, Tourism National Board) და გაყიდვებში (Redix, TiflisWineCellar); 2012-2018 საქართველოში MICE ინდუსტრიის ერთ ერთი წამყვანი ტოპ მენეჯერი

 

ხანგრძლივობა:  9 საათი (3  შეხვედრა)