აკადემიური თანამდებობები კავკასიის სადოქტორო სკოლაში ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით

26 აგვისტო 2019

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სადოქტორო სკოლა (CDS) აცხადებს კონკურსს პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ პროფესორის (2 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობებზე ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. 

 

თუ ხართ აკადემიკოსი, გაქვთ კვლევისა და სწავლების ინტერესი და გსურთ შემოუერთდეთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს, გთხოვთ გააკეთოთ განაცხადი მოცემულ კონკურსზე. კავკასიის უნივერსიტეტში შეიქმნა სადოქტორო სკოლა, რომლის მიზანია მკვლევარის აკადემიური მოღვაწეობის განვითარება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

 

ჩვენ გთავაზობთ დასავლური ტიპის აკადემიურ კონტრაქტს, თქვენი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის სწორი მართვისა და მოტივაციის მიზნით. შესაძლებელია როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე დატვირთვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

პროფესორისთვის:

 

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება.


ასოცირებული პროფესორისთვის:

 

  • ასოცირებულ პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

 

ასისტენტ- პროფესორისთვის:

 

  • ასისტენტ-პროფესორად 3 წლის ვადით აირჩევა დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი. 

 
კანდიდატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები:

 

პიროვნული თვისებები:

 

  • მოტივირებულობა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი
  • კვლევის დამოუკიდებლად დაგეგმვისა და განხორციელების უნარი

 

სხვა უნარები:

 

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (სწავლებისა და კვლევის ინგლისურად წარმართვის უნარი)
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (SPSS, NVIVO, STATA, MATLAB, EViews…)
  • დოქტორანტებთან მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი
  • სადოქტორო დონეზე შემდეგი საგნების სწავლების უნარი: სტრატეგიული მენეჯმენტი, რაოდენობრივი/თვისებრივი კვლევის მეთოდები

 
წარმოსადგენი დოკუმენტები: 

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV- მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ);
  • სამოტივაციო წერილი (სწავლების ინტერესის შესახებ);
  • სამოტივაციო წერილი (კვლევითი საქმიანობის შესახებ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები იმავე ან მომიჯნავე დარგში. დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა. ასევე ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის დიპლომის ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 წლის მანძილზე არსებული მდგომარეობა).

 

უპირატესობა მიენიჭება ევროპის და ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების დოქტორის ხარისხის მფლობელებს და დარგში თანამედროვე რეფერირებადი კვლევის გამოცდილების მქონე აპლიკანტებს

 
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

  • I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 
  • II ეტაპი - პრეზენტაცია/გასაუბრება
  • III ეტაპი - კონკურსის შეჯამება

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით. 

 

  • კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2019 წლის 3 აგვისტო
  • საბუთების მიღება: 2019 წლის 3 სექტემბრიდან - 2019 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით
  • კონკურსის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 16 სექტემბრიდან - 2019 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით

 

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1 


კონკურსის შედეგების გამოქვეყნების თარიღი: 2019 წლის 24 სექტემბერი

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: cdsinfo@cu.edu.ge



გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება!