კავკასიის უნივერსიტეტის წიგნების მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის თანამდებობაზე

13 მაისი 2020

სამუშაო მოვალეობები:

 

  • მაღაზიის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიების, იდეების და პროექტების შემუშავება;
  • ადგილობრივ და უცხოურ გამომცემლობებთან კონტაქტის დამყარება, შერჩევა, საჭირო წიგნის ფონდის და ელექტრონული რესურსების შეძენის/განახლების მიზნით;
  • ბაზრის ანალიზის გაკეთება და მოთხოვნის შესაბამისად მომხმარებლისთვის განსხვავებული, მხატვრული თუ არამხატვრული ჟანრის წიგნების შეთავაზებაზე ზრუნვა;
  • უნივერსიტეტის გამომცემლობასთან კოორდინირებული მუშაობა;
  • უნივერსიტეტის მოთხოვნის საფუძველზე სახელმძღვანელოების, სასწავლო კურსებისათვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შესყიდვა;
  • არსებული რესურსების პერიოდული აღრიცხვა/ინვენტარიზაცია და მარაგების კონტროლი;
  • კვარტლური/წლიური ანგარიშის მომზადება განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
  • ხელმძღვანელი პირის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი სხვა ფუნქციების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე დარგის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ელექტრონულ საინფორმაციო და საძიებო რესურსებში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ციფრულ ბიბლიოთეკებთან და კატალოგებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, MS Excel, PowerPoint,
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი სამუშაო გამოცდილება.

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ორგანიზაციული უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.

 

 სამუშაო პირობები:

 

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) და სამოტივაციო წერილი (უნდა ასახავდეს მიზეზს, თუ რატომ ხართ დაინტერესებული ამ ვაკანსიით და რა კვალიფიკაცია გაქვთ, რაც დაგეხმარებათ აღნიშნული სამუშაოს საუკეთესოდ შესრულებაში) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “წიგნების მაღაზიის მენეჯერი“.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2020 წლის 25 მაისი

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ  კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!