კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის სამსახურში, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე.

14 მაისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიზის სამსახურში, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე. 

 

ფუნქცია-მოვალობები:

  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების უწყისების მომზადება (CF, მოგება-ზარალის უწყისი, ბალანსი);
  • ბიუჯეტის ფაქტიური და დაგეგმილი მონაცემების დადარება;
  • მომსახურე ბანკისთვის ახალი პროექტისთვის და მონიტორინგისთვის საჭირო ფინანსური ანგარიშგების/რეპორტების მომზადება;
  • სასწავლო პროგრამის/სასერტიფიკატო კურსის ბიუჯეტის შედგენა/განახლება;
  • ფინანსური დეპარამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

 

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის მიმართულებით.
  • ფინანსურ ან/და ბიუჯეტირების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი)  წლიანი  გამოცდილება.

 

    • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 

 

  • ინგლისური ენის ცოდნა 

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;

 

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება (ხელზე ასაღები): 1,500-1,800 ლარის ფარგლებში (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე )
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე 

 

შენიშვნა: მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს, შესაძლოა ჩაუტარდეთ ტესტირება საოფისე პროგრამებსა(ექსელი) და ინგლისურ ენაში.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: ,, ფინანსური მენეჯერი’’.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის  22 მაისის ჩათვლით.

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.



გისურვებთ წარმატებას!