კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამსახურში, პროგრამისტის თანამდებობაზე.

11 მაისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას, პროგრამული უზრუნველყოფისა და განვითარების სამსახურში,  პროგრამისტის თანამდებობაზე.

 

ფუნქცია-მოვალობები:

ა) არსებული საინფორმაციო სისტემების ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

ბ) უნივერსიტეტში მიმდინარე ბიზნესპროცესების ობიექტორიენტირებული ანალიზი, დაპროექტება, მონაცემთა ბაზის სტრუქტურის შემუშავება, ინტერფეისის დამუშავება, დეველოპმენტი, ტესტირება, დანერგვა, შესრულებული სამუშაოების აღწერა და დოკუმენტირება;

გ) რეკომენდაციების შემუშავება სისტემის გაუმჯობესების და პროგრამის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით;

დ) დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფილად და უწყვეტად განხორციელების მიზნით უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში ან სრული ზოგადი განათლების მქონე პირი, რომელსაც აქვს სპეციალური პროფესიული მომზადება
  • შესაბამისი დარგში მუშაობის არანაკლებ  1 (ერთი) წლიანი  გამოცდილება;
  • Laravel 8.0 + ფრეიმვორკის ცოდნა
  • JavaScript ES6 + (ცოდნა)
  • Html - ის ცოდნა
  • CSS - ის ცოდნა
  • MySQL - ის ცოდნა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი;

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე და ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა,  ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ: ,,პროგრამისტი’’.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის  23.05 - ის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

 

გისურვებთ წარმატებას!