კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და კავკასიის მედიის სკოლა აცხადებს ვაკანსიას სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერის თანამდებობაზე.

11 მაისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (CSH) და კავკასიის მედიის სკოლა (CSM) აცხადებს ვაკანსიას სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერის თანამდებობაზე.

 

სამუშაო მოვალეობები:

ა) სტუდენტების და ლექტორების  ტექნიკურ  საკითხებზე   კონსულტირება/დახმარება და   სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველჰყოფა;

ბ) სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარება და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირება;

გ) სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა  სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდება და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობა;

დ)სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგი;

ე)ლექტორების მიერ ჩატარებული სალექციო საათების ჩატარება-აღდგენაზე შესაბამისი მონაცემების ბაზაში შეყვანა, მათ შორის დაცვის თანამშრომლის მიერ შეტანილი მონაცემების გადამოწმება;

ვ) სტუდენტთა დასწრების ელექტრონული  ბაზის წარმოების მონიტორინგის განხორციელება;

ზ) სტუდენტებისთვის  საჭირო დოკუმენტების მიღებაზე დახმარების გაწევა;

თ) ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგი;

ი) სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზება და  დაოქმება;

კ) შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე დასწრება;

ლ) სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანა ნიშნების ბაზაში;

მ) საბოლოო სემესტრული შეფასების ელექტრონული უწყისის შექმნა და ბაზაში ატვირთვა;

ნ) სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესის კოორდინირება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობა;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი გამოცდილება. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (ენის ცოდნის კომპეტენცია შემოწმდება ტესტირების ან გასაუბრების საფუძველზე)

 

 

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აკადემიური წერის უნარები;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დისციპლინირებულობა.

 

 

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე);
  • ანაზღაურება (ხელზე ასაღები): გამოსაცდელი ვადის დროს შეთანხმებისამებრ. გამოსაცდელი ვადის შემდეგ 800 ლარი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

 

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია), ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, გამოგზავნისას ელექტრონული ფოსტის სათაურის (subject) ველში მიუთითოთ:  “CSM-CSH - სამაგისტრო პროგრამის აკადემიური მენეჯერი“.

 

  • კანდიდატები აირჩევა გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 20 მაისის ჩათვლით.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!