კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე

14 მაისი 2022

 

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა (CST) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობაზე ქართულ და ინგლისურენოვან სექტორში შემდეგი მიმართულებით:

 

  • პროგრამირების საფუძვლები (3 ვაკანტური ადგილი)
  • ქსელის მუშაობის პრინციპები (2 ვაკანტური ადგილი)
  • მობილური აპლიკაციების პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
  • ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (2 ვაკანტური ადგილი)
  • Java დაპროგრამრების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
  • ვებ ტექნოლოგიები (3 ვაკანტური ადგილი)
  • სამომხმარებლო ინტერფეისები (2 ვაკანტური ადგილი)
  • პროგრამირების პარადიგმები (2 ვაკანტური ადგილი)
  • Python დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
  • ქსელის და ქსელში არსებული სერვისების მონიტორინგი (1 ვაკანტური ადგილი)
  • მონაცემთა ბაზები (2 ვაკანტური ადგილი)
  • სისტემური ადმინისტრირება (2 ვაკანტური ადგილი)
  • ვირტუალიზაცია (2 ვაკანტური ადგილი)
  • ხმოვანი სიგნალის გადაცემა (VoIP) (2 ვაკანტური ადგილი)
  • პროგრამული პროდუქტის წარმოება (2 ვაკანტური ადგილი)
  • მანქანური სწავლება (1 ვაკანტური ადგილი)
  • .NET ტექნოლოგიები (2 ვაკანტური ადგილი)
  • ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება (2 ვაკანტური ადგილი)
  • Java დაპროგრამების ენა (2 ვაკანტური ადგილი)
  • ოპერაციული სისტემები (2 ვაკანტური ადგილი)
  • კიბერუსაფრთხოება (2 ვაკანტური ადგილი)
  • გრაფიკული დიზაინი (2 ვაკანტური ადგილი)

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
  • სასურველია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია ინგლისურ ენაზე სალექციო კურსების წაკითხვის გამოცდილება.

 

პიროვნული თვისებები:

  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;



დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას განათლების, სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის და სხვა სამუშაო გამოცდილების შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ორმაგი ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სადოქტორო/სადისერტაციო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება), ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას. (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;

 

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

 II ეტაპიპრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპიკონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !

 

საბუთების მიღება: 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით;

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2022 წლის ივნისი;

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge 

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.