ტექნიკური დახმარების სპეციალისტი

26 ივლისი 2019

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დახმარების სპეციალისტის პოზიციაზე საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტში.

 

სამუშაო მოვალეობები:

 

  • ორგანიზაციაში IT საკითხების ტექნიკური უზრუნველყოფა
  • კომპიუტერების, პერიფერიული მოწყობილობების და ოპერაციული სისტემების მომსახურება
  • საჭირო ტექნიკის შესყიდვებში მონაწილეობის მიღება
  • მომსახურე პერსონალისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა
  • ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, გამართვა
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური სამუშაოს შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • MS Windows-ის ტექნიკური მხარაჭერის ცოდნა
  • კომპიუტერული ნაწილების Hardware-ის ცოდნა

 

პიროვნული უნარ-ჩვევები:

 

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • კოლეგიალობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

 

სამუშაო პირობები:

 

  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადია)

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) (რეზიუმეში აუცილებლად მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია) ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ „ტექნიკური დახმარების სპეციალისტი”.

 

  • შერჩევის I ეტაპი: შემოსული რეზიუმეების გადარჩევა
  • II ეტაპი: ტესტირება
  • III ეტაპი: გასაუბრება

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 19 აგვისტო.

 

შენიშვნა: კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

გისურვებთ წარმატებას!