კავკასიის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლა 2012 წელს დაარსდა, როგორც ჯანდაცვის სკოლა, ხოლო 2013 წლის დეკემბრიდან სკოლის გაფართოებისა და პროგრამების დამატების შემდეგ სკოლამ შეიცვალა სახელი. 2018 წელს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლები გაიყო და შეიქმნა მედიცინისა და ჯანდაცვის მენჯმენტის სკოლა, 2023 წლიდან კი კავკასიის მედიცინის სკოლის სახელით აგრძელებს ფუნქციონირებას.
კავკასიის მედიცინის სკოლის მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური, მაღალეთიკური, ღრმა და სისტემური ცოდნის, სათანადო უნარების, აუცილებელი კომპეტენციებისა და პროფესიული ღირებულებების მქონე დიპლომირებული მედიკოსების მომზადება და საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილება, რაც უზრუნველყოფს „კავკასიის უნივერსიტეტის“ ზოგადი მისიის განხორციელების ხელშეწყობას.
კავკასიის მედიცინის სკოლის ამოცანაა სტუდენტებისთვის, მომავალი მედიკოსებისთვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების მიცემა, რომელიც შესაბამისობაში იქნება მედიცინის განვითარების ტენდენციებთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივ კონტექსტთან, სამედიცინო ტექნოლოგიების პროგრესთან და გლობალურ და ლოკალურ გამოწვევებთან. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განხორციელების და ანალიზის უნარის განვითარება, ეთიკური ღირებულებების და დამოკიდებულებების გამომუშავება. უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული უნარების განვითარების აუცილებლობის, პროფესიონალიზმის, პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მუდმივი სწრაფვის მოტივაციის გამომუშავება.
სკოლის ბაზაზე ასევე ფუნქციონირებს საოზგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, სამედიცინო დახმარების ხარისხის ამაღლებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამის მიმართულების ამოცანაა: მაგისტრანტები დაეუფლონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სიღრმისეულ, თეორიულ, მეთოდოლოგიურ და კვლევით პრინციპებს, განუვითარდეთ ამ სფეროში კვლევის დამოუკიდებლად დაგემვის, მონაცემთა შეგროვების, ანალიზის და ინტერპრეტაციის უნარი.
