საჯარო ლექცია - ეფექტური სამოტივაციო წერილი

11 დეკემბერი 2023

11 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - ეფექტური სამოტივაციო წერილი. ლექცია კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტმა, გრონინგენის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მაგისტრმა - გიორგი კვირიკაშვილმა - ჩაატარა.

 

შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი თემები, როგორიცაა: სამოტივაციო წერილის მნიშვნელობა, მისი აუცილებელი კომპონენტები და კანდიდატის საუკეთესო მხრიდან წარმოჩენის ტექნიკები.