დოკუმენტური ფილმის ,,გვირაბი’’ კინოჩვენება

20 დეკემბერი 2023

19 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, კურსდამთავრებულთა ქართული კინო კლუბის და კინოსტუდია „ნუში ფილმი“-ს  დოკუმენტური ფილმის „გვირაბი“ კინოჩვენება გაიმართა.

 

ფილმი განიხილეს: რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ და კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა. კინოჩვენებას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, სტუდენტები და ადმინისტრაციული პერსონალი.

 

ფილმში მოქმედება ვითარდება ხარაგაულის რაიონში, „მოლითის“ სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ჩქაროსნულმა მატარებელმა ჩინეთი საქართველოს გავლით ევროპასთან უნდა დააკავშიროს, რაც პატარა სოფლების ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.