ბიოგრაფია

არჩილ შენგელია არის ქსელური ინჟინერი, მას აქვს 15 წელზე მეტი გამოცდილება კომპიუტერული ქსელებისა და კიბერუსაფრთხოების სფეროში. იგი არის კომპიუტერული მეცნიერებების დოქტორანტი. მაგისტრის ხარისხი დაცული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სამართალმცოდნეობა).

 

გარდა ამისა, 2019 წელს მან მოიპოვა Cisco-ს ექსპერტის დონის - ინსტრუქტორის სტატუსი. არჩილი არის გამოცდილი Cisco IOS სპეციალისტი, გადამზადებული ქსელური მოწყობილობების კონფიგურაციაში, ინსტალაციასა და ტექნიკურ მომსახურებაში. არჩილ შენგელია არის კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (ქსელური უსაფრთხოებისა და CISCO-ს ლექტორი, Cisco Voip-ისა და Microsoft\Vmware ვირტუალიზაციის ლექტორი).

 

არჩილი არის კიბერუსაფრთხოების მთავარი სპეციალისტი და აქტიურად არის ჩართული კიბერუსაფრთხოების ცენტრში (CU), რომელიც რეგიონში BITSENTINEL-ის ოფიციალური წარმომადგენელია. არჩილ შენგელია ასევე ჩართულია, როგორც უფროსი ლექტორი Jean Monnet-ის მოდულის პროექტებში „DataSecSchool“ და „WISEC Academy“. 2019 წლიდან, ბატონი შენგელია ასევე არის ქსელური უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცვის ლექტორი SCSA-ში. იგი ასევე ხელმძღვანელობს Cisco-ს აკადემიას SCSA-ში. გამოცდილება: 2014-დღემდე: Cisco-ს აკადემიის სერტიფიცირებული ინსტრუქტორი, Cisco Networking Academy 2021-დღემდე: მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2019-დღემდე: სასწავლო პროცესის მენეჯერი\ინსტრუქტორი IT Academy Step Georgia (სასწავლო პროცესის მართვა ქსელურ აკადემიაში. ლექციები: Cisco Networking Academy კურსები - CCNP Enterprise, CCNA R&S, CCNA Security, CCNA Cyber Ops.) 2019-დღემდე: Microsoft Windows Server ინსტრუქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. 2021-დღემდე: SCSA-ს Cisco აკადემიის დირექტორი