ბიოგრაფია

სერგეი სიმონოვი კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორია. სერგეი სიმონოვი არის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი და მეცნიერი, რომელიც აქტიურად მუშაობს შეღწევადობის ტესტირების და თანამედროვე კრიპტოგრაფიის მიმართულებებით. იგი ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს, მათ შორის Offensive Security-ის მიერ გაცემულ OSCP (Offensive Security Certified Professional) და OSWE (Offensive Security Web Expert).

 

კვლევით საქმიანობაში სერგეი ფოკუსირებულია თანამედროვე კრიპტოგრაფიული სქემების ანალიზსა და განვითარებაზე, განსაკუთრებით პოსტკვანტური ალგორითმების მიმართულებით. პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, იგი ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში.