აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამა

21 დეკემბერი 2021

გაცნობებთ, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში აცხადებს 2022 წლის საგრანტო კონკურსს გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის (ალუმნებისთვის).
  

მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მაცხოვრებელ  ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს.

პროგრამის ფარგლებში ალუმნებზე გაიცემა ინდივიდუალური გრანტები შემდეგი მიმართულებებით: 

  • დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციის ხელშეწყობა,
  • გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია,
  • კიბერ განათლება და კიბერუსაფრთხოება,
  • საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება,
  • ხარისხიან ზოგად განათლებაზე წვდომის ზრდა,
  • ეკონომიკური განვითარება
  • მეწარმეობის ხელშეწყობა
  • გარემოს დაცვა.

 

საპროექტო განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მითითებულ თარიღებამდე:

10 თებერვალი, 2022

20 აპრილი, 2022

 

პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა უნდა იყოს 1 წელი, ხოლო ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 15000 აშშ დოლარს.

გთხოვთ, საპროექტო განაცხადი ელექტრონულად გადააგზავნოთ შემდეგ მისამართზე TbilisiGrants@state.gov და სათაურში დაურთოთ პროგრამის სახელწოდება (Alumni Program).

დამატებითი ინფორმაცია და შესავსები დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ აშშ- საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე

 

წარმატებებს გისურვებთ!