CSM ახალგაზრდების მედია წიგნიერებისთვის

1 ნოემბერი 2018

კავკასიის მედიის სკოლა იწყებს მედია წიგნიერების 6-თვიან პროექტს. მასში მონაწილეობა შეუძლიათ 15-18 წლის ახალგაზრდებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. პროექტის მონაწილეებს უმასპინძლებს კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი, ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი.

 

პროექტის შინაარსი

 

3 დღის განმავლობაში ახალგაზრდებს შეხვდებიან ტრენერები, რომლებიც მათ გააცნობენ იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც თანამედროვე კომუნიკაციების სამყარო თითოეულ მოქალაქეს აყენებს. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრების ციკლი, რომლის მონაწილეები ისწავლიან: როგორ იმუშაონ სოციალურ ქსელებში; როგორ გაარჩიონ ერთმანეთისგან ნამდვილი ინფორმაცია და პროპაგანდა; როგორ ამოიცნონ, გადაამოწმონ და აიცილონ ინტერნეტ-სივრციდან მიღებული ყალბი ინფორმაცია. ამას გარდა, პროექტის მონაწილეები გამოიმუშვებენ ჟურნალისტური ტექსტის შექმნის, კამერასთან მუშაობის, ფოტო/ვიდეო მასალაზე მუშაობის საბაზისო უნარებს. მათ მიერ მომზადებული მედიაპროდუქტი ყოველი ციკლის ფინალში განთავსდება სოციალურ ქსელებში.

 

პროექტის ფორმატი

 

მედია წიგნიერების პროგრამა ნოემბერ-მარტში მიიღებს 5 ჯგუფს. თითოეულ ნაკადში იქნება 15 მსმენელი. ყოველი ჯგუფი კავკასიის უნივერსიტეტში დაჰყოფს 3 დღეს. მონაწილეები შეირჩევიან შემდეგი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე:

 

  • სააპლიკაციო ფორმა
  • ესე, მაქსიმუმ 250 სიტყვა, რომელიც უნდა აღწერდეს თქვენს მოტივაციას, თუ რატომ გინდათ ამ პროექტში მონაწილება
  • სკოლის მიერ გაცემული სარეკომენდაციო წერილი

 

სააპლიკაციო ფორმა შეავსეთ მითითებული ბმულის გააქტიურებით. ესე და სარეკომენდაციო წერილი გამოაგზავნეთ მეილზე: csm@cu.edu.ge

 

პროექტის დაფინანსება

 

მონაწილეების საცხოვრებლის, მგზავრობისა და დღიური საჭიროებებისთვის აუცილებელ ხარჯს ფარავს კავკასიის უნივერსიტეტი. პროექტი მხარდაჭერილია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

 

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: csm@cu.edu.ge ტელ: 597 65 86 60