კონცეფცია სტუდენტური აკადემიური სერვისების შესახებ

6 ნოემბერი 2019

                                       

 

6 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ერაზმუს+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტის - "აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (INTEGRITY)" ფარგლებში, უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა „კონცეფცია სტუდენტური აკადემიური სერვისების შესახებ“.

 

დოკუმენტში მოცემულია ინფორმაცია და რეკომენდაციები უნივერსიტეტში ისეთი აკადემიური სერვისებისა და მათი განვითარების შესახებ, რომელიც სტუდენტებს დაეხმარება სასწავლო და კვლევითი შედეგების მიღწევაში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. კონცეფცია ეფუძნება კავკასიის უნივერსიტეტში უკვე არსებული სერვისების შესწავლას, გამოწვევების განხილვას და უნივერსიტეტში არსებული რესურსით, უნივერსიტეტის მიზნების შესაბამისად, სტუდენტური სერვისების განმავითარებელი მოდელის შემუშავებას.

 

დანართი 1

ბრძანება