ტრენინგი EBSCO-ს ბაზების გამოყენებაზე

6 ივნისი 2018

6 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში EBSCO-ს ელიტ პაკეტში შემავალი ბაზების მოხმარების ცოდნის გასაღრმავებლად ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი მოიცავდა 11 ბაზას, რომლის შესახებაც EBSCO-ს პრაღის ოფისის წარმომადგენელმა, თამილა მირკამალოვამ და აშშ-ს ოფისის წარმომადგენელმა, როდნი ნიბორგმა ისაუბრეს.

 
  • Academic Search Elite
  • International Security & Counter Terrorism Reference Center
  • Business Source Elite
  • Regional Business News
  • ERIC
  • MasterFILE Elite
  • Library, Information Science & Technology Abstracts
  • MEDLINE
  • Health Source: Nursing/Academic Edition
  • Health Source - Consumer Edition
  • AHFS Consumer Medication Information
 
ტრენინგს ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი, მათ ინფორმაცია მიიღეს იმ პრაქტიკული დეტალების შესახებ, რომლებიც კონკრეტული საკითხის ძიებისას და დამუშავებისას მნიშვნელოვანია:
 
  • თითოეული ბაზის ძირითადი მიმართულება (სფერო) და დაფარვა, რაც ყველა ბაზას განსხვავებული აქვს, მაგალითად: ბიზნესი, მედიცინა, კონფლიქტოლოგია, პოლიტოლოგია, სწავლების მეთოდოლოგია, საბიბლიოთეკო საქმე, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკოლოგია, ჯანდაცვა და მრავალი სხვა.
  • ძიებისას სიტყვებისა თუ საჭირო თემის მითითების ეფექტური გზები
  • თითოეული ბაზის ინტერფეისის ისეთი დეტალები, რომლებიც კომფორტულს ხდის ამ ბაზასთან მუშაობას, მაგალითად: სტატიაზე გადასასვლელი პირდაპირი ბმულების ამოღების ფუნქცია, მეილზე ინფორმაციის გადაგზავნის ფუნქცია, სოციალურ მედიაში სტატიის ან სხვა სახის ინფორმაციის გაზიარების ფუნქცია და ა.შ.
 
მსგავსი აქტივობები კავკასიის უნივესიტეტში Erasmus+ პროექტის „INTEGRITY” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს დაეხმარება ეფექტურად გამოიყენონ ელექტრონული ბაზები; ბიბლიოთეკის თანამშრომლებს კი შესაძლებლობა მიეცემათ განავითარონ სტუდენტური სერვისები და სტუდენტების აკადემიურ საქმიანობაში ელექტრონული ბაზების გამოყენება წაახალისონ.
 
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ EBSCO-ს მოხმარების სტატისტიკის მიხედვით, კავკასიის უნივერსიტეტი ლიდერობს, ამას სერტიფიკატი „The Most Active EBSCO Partner in Georgia 2018” მოწმობს.