შეხვედრა პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში

1 ნოემბერი 2022

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში ტრენინგებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

 

31 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ ფარგლებში ტრენინგებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

 

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმნენ: კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში ბუბა ლეჟავა, საქართველოს გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის ბორდის თავმჯდომარე - თამრიკო სიხარულიძე, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ დირექტორი დავიდ ბლოოდ, USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ კერძო სექტორის ჩართულობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირინა წეროძე და საქართველოს გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრი დავით ნარიმანიშვილი.

 

ღონისძიებას, ასევე ესწრებოდა პროექტის „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ პირველ ნაკადში შერჩეული ოთხი საუკეთესო შეფი, რომლებიც მეორე ნაკადის მონაწილეებს გაუზიარებენ ცოდნას და ჩაატარებენ ტრენინგებს მათთვის ორი მიმართულებით: გასტრონომიული ტრენინგი თანამედროვე ტრენდებსა და ავანგარდის ტექნიკაში; გასტრონომიული ტრენინგი კრეატიულობასა და სერვირებაში.

 

შეფებმა - ირაკლი თოდაძემ, ალექსანდრე ბაინდურაშვილმა, ანი იშხანოვამ და იოსებ ჯაბანაშვილმა - დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს თავი და პროექტის მეორე ნაკადის მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

 

შეხვედრაზე, ასევე, ორგანიზატორებმა და შეფ-მზარეულებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ტრენინგებისა და პროექტის შესახებ.

 

პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ტრენინგების მასპინძელია საკონდიტრო სკოლა „თამთინი“.