Jean Monnet Project 2019 ევროპული სწავლების სამკუთხედი - Triangle Effect of European Studies at schools” (TEESS) განხორციელების დაწყების შესახებ

18 სექტემბერი 2019

                                                           

კავკასიის უნივერსიტეტში დაიწყო ევროკავშირის Erasmus+ საგრანტო კონკურსის Jean Monnet Project 2019-ის გამარჯვებული პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ - „Triangle Effect of European Studies at schools” (TEESS) განხორციელება.

 

2019 წლის 17 სექტემბერს პროექტის ექსპერტებმა - კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორებმა გურანდა ჭელიძემ, ეკატერინე ქარდავამ, ზურაბ ბრაგვაძემ და პროექტის ასისტენტმა თათია მოსიძემ, პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი დავით ნატროშვილი და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი თამარ კარბაია.

 

შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის მოსამზადებელი ფაზის სხვადასხვა აქტივობა, იმსჯელეს პროექტის განხორციელებაში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ევროპისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობის შესახებ.