კავკასიის უნივერსიტეტების წარმომადგენელთა გადამზადება კვლევის ეთიკის მიმართულებით

16 ოქტომბერი 2023

11-13 ოქტომბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიური ტრენინგების სერიაში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ. უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ: დიანა მჭედლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, თათია ჩოკორაია - აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი და ნინო პოპიაშვილი - უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 

 

ღონისძიებას უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. ტრენერები ამსტერდამის თავისუფალი, ჩარლზისა და მასარიკის უნივერსიტეტების პროფესორები და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის (ENAI) წევრები იყვნენ.

 

პროექტი ითვალისწინებს მონაწილე ათ ქართულ უნივერსიტეტში შიდა საუნივერსიტეტო ტრენინგებს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ.

 

მოკლედ პროექტის შესახებ:

 

პროექტის ძირითადი მიზანია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება უნივერსიტეტთა დონეზე.

 

პროექტის კოორდინატორი

 

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

კონსორციუმის ევროპელი პარტნიორები:

 

  • ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • ჩარლზის უნივერსიტეტი
  • მასარიკის უნივერსიტეტი
  • აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

 

ქართული უნივერსიტეტები:

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი
  • დავით ტვილდიანის
  • სამედიცინო უნივერსიტეტი
  • შოთა რუსთაველის სახელობის
  • ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

 

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

 

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  • შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე