ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში 2023, გაზაფხულის სემესტრი

14 მარტი 2023

ლექციები ჟან მონეს მოდულის ფარგლებში

2023, გაზაფხულის სემესტრი

 

 

2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).მოდულს უძღვებიან პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.

 

მოდულის ფარგლებში, 2023 წლის გაზაფხულის სემესტრში:

 

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის საგანზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, 11 მარტს და 13 მარტს, ორ ჯგუფად ჩატარდა  3 საათიანი ლექციები თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის პოლიტიკა“.  ლექციას დაესწრო 92 სტუდენტი.

 

ლექცია შეეხო თემებს:

 

  • ევროკავშირის შექმნა და გაფართოება;
  • ევროკავშირის ფასეულობები;
  • ევროპელი და ევროპეიზაცია;
  • ევროპული ინტეგრაციის არსი და კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმები, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა ნაწილში;
  • საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დედააზრი, დანიშნულება და ზეგავლენა ქართული სამართლისა და პოლიტიკის პროგრესზე.

 

საბაკალავრო საფეხურზე ლექცია წაიკითხა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა გურანდა ჭელიძემ.

 

  • სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, 13 თებერვალს დაიწყო სავალდებულო სრული კურსი საგანში „ასოცირების შეთანხმება, სამართლებრივი აპროქსიმაცია და კანონშემოქმედება“ (სულ საკონტაქტო 26 საათი, 13 ლექცია). ლექცია ტარდება ორ ჯგუფში (სულ 52 საკონტაქტო საათი). სალექციო დღეებია სამშაბათი და ხუთშაბათი (ორი ჯგუფი), 20.00 საათზე. ორივე ჯგუფში დარეგისტრირებულია 44 სტუდენტი. საგნის გავლა სავალდებულოა.

 

სალექციო კურსი დასრულდება 2023 წლის ივნისის თვეში. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი გამოცდა (შუალედური და ფინალური), ერთი საშინაო დავალება (დამოუკიდებელი მუშაობა) და 5 სასემინარო გამოკითხვა.

 

სამაგისტრო საფეხურზე სასწავლო კურსს უძღვება კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ეკატერინე ქარდავა.

 

პრეზენტაცია