მეორე ონლაინ სემინარი პროექტის Media Dialogue 2020 For Pluralism and Understanding ფარგლებში

17 სექტემბერი 2020

 

10 სექტემბერს, პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ჩართულობით გაიმართა ონლაინ სემინარი. პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ორგანიზებულია  კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის OK-TV Ludwigshafen ხელმძღვანელობით.

 

პროექტში მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედია სკოლის სტუდენტები და ლექტორი, მამუკა ანდღულაძე, რომელმაც წარმოადგინა პრეზენტაცია საქართველოში არსებულ ვითარებაზე.

 

სემინარი მოიცავდა დისკუსიებს მცირე სამუშაო ჯგუფებში და მოწვეული სპიკერების პრეზენტაციებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, მედია თავისუფლება და დემოკრატია ბელარუსიაში, საქართველოსა და გერმანიაში.

 

პროექტის Media Dialogue 2020 – for Pluralism und Understanding მიზანია გააერთიანოს პროფესიონალი ჟურნალისტები, აკადემიური სივრცის წარმომადგენლები, ხელოვანები და სტუდენტები, როგორც მომავალი აქტორები, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობის თვალსაზრისით.

 

პროექტის ფარგლებში შემდგომ ეტაპზე იგეგმება სამუშაო შეხვედრები გერმანიაში.