მეორე შეხვედრა EFMD-ის მენტორებთან

18 ნოემბერი 2021

16  ნოემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში გაიმართა მეორე  შეხვედრა  კავკასიის უნივერსიტეტის პროექტის გუნდსა და EFMD -ის მენტორებს შორის.

 

შეხვედრაზე პროექტის გუნდის წევრებმა, მენტორებთან ერთად განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის განახლებული გეგმა უწყვეტი განათლების მიმართულებით.  EFMD-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს განახლებული გეგმა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განხილვების შემდეგი ეტაპი დაეთმობა ცოდნის გადაცემის მიმართულებით შემუშავებული გეგმის განხილვასა და სრულყოფას

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი პავლე კაპანაძე, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაცაცო ტეფნაძე.