პროექტი "მედია - დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის"

29 ივლისი 2019

გაცნობებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2019 წლის 29 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს პროექტს "მედია - დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის", რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.

 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია მედიისა და სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს მედიისა და დემოკრატიის მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას.

 

პროექტი მოიცავს: მედია ტრეინინგებს, ვიდეო/ფოტო მასალის მომზადებას, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკის სფეროების წარმომადგენელთა დებატებს.

 

პროექტის ფარგლებში განსახილველი თემებია:

 

  • მედიის როლი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიული განვითარების პროცესში;
  • სიძულვილის ენა, ყალბი ინფორმაცია;
  • კონფლიქტური სიტუაციების გამკლავების ევროპული პერსპექტივები;
  • მედია პლურალიზმი;
  • პროექტის საკომუნიკაციო ენა არის ინგლისური.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ მითითებული აპლიკაცია 2019 წლის 1-ლი აგვისტოს ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ორგანიზაციის ვებგვერდს.