ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის VirtuallyEDU 2.0 ფარგლებში ოფიციალურად ამოქმედდა ახალი ციფრული პლატფორმა – „The Future We Code“.
პლატფორმის მიზანია ახალგაზრდების ციფრული კომპეტენციების განვითარება, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის გაღრმავება, ციფრული დიალოგისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის ხელშეწყობა ინტერაქციული სასწავლო შესაძლებლობებისა და ვირტუალური გაცვლების საშუალებით.
პლატფორმა ახალგაზრდებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო რესურსებსა და აქტივობებს, რომლებიც ხელმისაწვდომია ოთხ ენაზე.
ეწვიეთ პლატფორმას და აღმოაჩინეთ სწავლისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.
ვიდეოს ბმული.
