Nuffic

 

 

Nuffic (ნიდერლანდური ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობისთვის უმაღლესი განათლების სფეროში) - Tailor-Made Training Programme (TMT)

 

”აგრო-ტურიზმის ცოდნის ბაზის შენება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში”

 

პროექტის ძირითადი მიზანია, მდგრადი აგრო-ტურიზმის სფეროში ცოდნის განვითარება, ვორკშოპების, ტრენინგების, მრავალი დაინტერესებული მხარის სემინარებისა და რეგიონალური სემინარების ჩატარების გზით. ეს ყველაფერი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და მთავრობას შორის დიალოგის განვითარებას, მდგრადი აგროტურიზმის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის თანახმად, კავკასიის უნივერსიტეტი და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა შეიმუშავებენ კავკასიის უნივერსიტეტის სპეციალობას აგროტურიზმში.