როგორ ჩავაბაროთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge უნდა დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი საერთო სამაგისტრო გამოცდებისათვის რეგისტრაციის დადგენილ ვადებში.

              

2020 წლიდან, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით, რაც სრულად მოხსნის პროგრამების არჩევასა და მობილობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე

 

წარმატებით უნდა გაიაროთ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

 

კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში 3 დან 31 აგვისტოს ჩათვლით შესაბამისი სკოლის (ფაკულტეტის) მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:  
 
  • ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის);
  • პირადობის მოწმობის 2 ასლი;
  • 2 ფოტო–სურათი 3x4 (СD-ზე ჩაწერილი ელექტრონული ვერსიაც);
  • შესაძლოა მიმღები კომისიის მოთხოვნით დაემატოს სხვა საბუთებიც.

 

იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთში გაქვთ მიღებული ბაკალავრის დიპლომი, ქართულად თარგმნასა და ნოტარიულად დამოწმებასთან ერთად, საჭირო იქნება დიპლომის ნამდვილობის დასკვნაც, რომლის მიღება შეგეძლებათ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (www.eqe.ge).

 

საბუთების წარმოდგენის შემდეგ წარმატებით უნდა გაიაროთ სკოლის მიმღები კომისიის მიერ დანიშნული გასაუბრება ან ტესტირება.

 

საგნებზე რეგისტრაციისა და სხვა საჭირო პროცედურების შესახებ გაგაცნობთ თქვენი პროგრამის აკადემიური მენეჯერი.