CUnicorn- ის მესამე კვირის აქტივობები

20 მაისი 2023

CU-ში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა “CUnicorn”- ის მესამე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირების და მომხმარებლის პერსონას განვითარების მეთოდებს გაეცნენ.

 

მესამე კვირის აქტივობებს Kvalifikas-ს დამფუძნებელი და პროგრამის მენტორი გაბრიელ მელივა გაუძღვა. “CUnicorn”-ის მონაწილეებს ასევე პროდუქტის ბაზარზე პოზიციონირების და მომხმარებლის პერსონას განვითარების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორმა გიორგი ბურდულმა.