“CUnicorn”-ის მერვე კვირის აქტივობები

26 ივნისი 2023

CU - ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის მერვე კვირის აქტივობების ფარგლებში  პროგრამის მონაწილეებს  კროკობეთის დამფუძნებელი, თემურ მიქელაძე და თანადამფუძნებელი გიორგი ბარნაბიშვილი შეხვდნენ.

 

სტუმრები CUnicorn-ის  მონაწილე გუნდების იდეებს გაეცნენ, მათი განხორციელების გზებზე იმსჯელეს და სტარტაპერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ბიზნესის შექმნის და განვითარების მიმართულებით.