CUnicorn - ის მეორე კვირის აქტივობები

10 მაისი 2023

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეორე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები პრობლემის იდენტიფიცირების-გადაჭრის და ტექნოლოგიური გადაწყვეტის ბაზარზე მორგების გზებს გაეცნენ.

 

მეორე კვირის აქტივობებს Startup Georgia-ს თანადამფუძნებელი და პროგრამის მენტორი ლაშა გორგოშიძე გაუძღვა. CUnicorn-ის მონაწილეებს ასევე პრობლემების იდენტიფიცირების-გადაჭრის და ტექნოლოგიური გადაწყვეტის ბაზარზე მორგების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა - დასაქმების ციფრული ეკოსისტემა Awork-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა და CU-ს კურსდამთავრებულმა გიორგი რაზმაძემ.