“CUnicorn”-ის მეექვსე კვირის აქტივობები

8 ივნისი 2023

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა Cunicorn - ის მეექვსე კვირის აქტივობები გაიმართა. პროგრამის მონაწილეები გაეცნენ  აზროვნების დიზაინის, ციფრული პროტოტიპის შექმნისა და განვითარების ძირითად პრინციპებს.

 

მეექვსე კვირის აქტივობებს ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის  ლექტორი  და პროგრამის მენტორი - ირაკლი სვანიძე გაუძღვა.  CUnicorn-ის მონაწილეებს ასევე აზროვნების დიზაინის, ციფრული პროტოტიპის შექმნისა და განვითარების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა მოწვეულმა სტუმარმა - „ქლევერტონის“ თანადამფუძნებელმა და CEO-მ, ლაშა მიქიაშვილმა.