SDG აქსელერაციის მესამე ბანაკი

22 მაისი 2023

19 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში, „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მესამე ბანაკი გაიმართა.

 

პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები: Phubber; Fireflies; Aisi; BL-Sigma; TBC Bank; Bim Cube; MBC; Crystal; GPI Holding.

 

პროგრამის ფარგლებში, 4 ბანაკი გაიმართება, სადაც ფასილიტატორი მონაწილეებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, მათ მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური პროექტების განხორციელების გზებს გააცნობს.