Global Undergraduate Exchange Program 2021-2022

11 იანვარი 2021

ამერიკის საელჩო საქართველოში, საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის, აცხადებს კონკურსს, UGRAD-ის სასწავლო სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის, ნებისმიერი ფაკულტეტის მეორე, მესამე ან მეოთხე კურსის პირველი სემესტრის სტუდენტებს.

კონკურსის თანახმად, აპლიკანტი უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის და უნდა  ირიცხებოდეს საკუთარი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო საფეხურზე, აგრეთვე  2022 წლის მაისის შემდეგ ერთი სემესტრი მაინც უნდა ჰქონდეს დარჩენილი ბაკალავრიატის დასრულებამდე.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 თებერვალი, 2021 (09:00 AM)

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!