იდრაკის ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2024

20 თებერვალი 2024

გაცნობებთ, რომ იდრაკის ბიზნესის სკოლა, ლიონი ( IDRAC Business School, Lyon) აცხადებს მიღებას 2024 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის.

 

საზაფხული სკოლის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:

 

  • 21 მაისი-13 ივნისი.
  • 18 ივნისი-11 ივლისი.

 

შემოთავაზებული კურსები: 

 

  • გაძლიერებული ფრანგული ენა.
  • ბიზნესი და საერთაშორისო კვლევები ინგლისურ ენაზე.

 

პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს:

 

ერთ სესიაზე დასწრების შემთხვევაში:

 

  • განთავსებით: 920 €
  • განთავსების გარეშე: 320 €

 

ორივე სესიაზე დასწრების შემთხვევაში:

 

  • განთავსებით: 1720 €
  • განთავსების გარეშე: 550 €

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს5-ს).
  • პასპორტის ასლი.

  

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • კომისიის მიერ მოხდება შერჩეული კანდიდატების ნომინირება კრაკოვის უნივერსიტეტში;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ და ჩარიცხვის წერილის გამოგზავნა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 5 მარტი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ იდრაკის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studyabroad@reseau-cd.fr

 

პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია კრედიტების აღიარება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ რომ კრედიტების აღიარება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება პროგრამული შესაბამისობა შემოთავაზებულ კურსებსა და კავკასიის უნივერსიტეტში არსებულ საგნებს შორის. პროგრამაში შერჩევის შემთხვევაში გთხოვთ, პროგრამული შესაბამისობის ნაწილი გამგზავრებამდე გაიარეთ სკოლის ადმინისტრაციასთან.

 

გისურვებთ წარმატებას!