საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზიდენტთა ასოციაციის (IAUP) მოწვევით, სიას უნივერსიტეტი (Sias University, China) აცხადებს სტუდენტთა მიღებას 2026 წლის Discovery Camp-ში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის თარიღები: 16 - 28 ივლისი, 2026.
ლოკაცია: პეკინი, შანხაი და ჟენჯოუ.
პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- ლიდერობის შემსწავლელი პროგრამები და გუნდური ვორქშოფები;
- ინდუსტრიული ვიზიტები;
- ლექციები ჩინეთის ისტორიაზე, ენაზე, კულტურაზე და ეკონომიკაზე;
- ექსკურსიები ისტორიულ და კულტურულ ძეგლებზე;
- კულტურული ტური პეკინსა და შანხაიში
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არის მხოლოდ 2 უფასო ადგილი, რაც მოიცავს პროგრამის მასალებს, ყველა სემინარზე წვდომას და აეროპორტში დახვედრას.
მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობის და სხვა ხარჯებს.
კულტურული ტური პეკინსა და შანხაიში (საფასური - USD 798).
- საფასური მოიცავს: ადგილობრივ ტრანსპორტირებას, განთავსებას და კვებას პეკინსა და შანხაიში;
- საფასური არ მოიცავს: მატარებლის ბილეთებს (Beijing -Zhengzhou - Shanghai) და განთავსებას/კვება სიას უნივერსიტეტში (ჟენჟოუ)
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026.
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ პროგრამის კოორდინატორს: international@sias.edu.cn
გისურვებთ წარმატებას!
