ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს შორის, პოლონეთი

20 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და ვარშავის უნივერსიტეტს, პოლონეთი, (University of Warsaw, Poland) შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტთა გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლასა და ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტებს შორის, რომელიც სტუდენტებს პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრით სწავლის შესაძლებლობას მისცემს. 

 

აღსანიშნავია, რომ ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო კვლევების ფაკულტეტი ერთ-ერთ უდიდეს სასწავლო და კვლევით განყოფილებას წარმოადგენს არა მხოლოდ პოლონეთში, არამედ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

ვარშავის უნივერსიტეტი, CU-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთში.