კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

29 ივნისი 2023

19-23 ივნისს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლასა და რედბაუდის უნივერსიტეტს, ჰოლანდია (Radboud University, Netherlands), შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ხათუნა იოსავამ მონაწილეობა მიიღო ერთ კვირიან საზაფხულო სკოლაში (Radboud Summer School) და დაესწრო სალექციო კურსს - „Comparative Research Designs “.

 

კურსის განმავლობაში ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტის (University of Louvain) პროფესორმა, ბენუა რიუმ, მნიშვნელოვანი და სასარგებლო ცოდნა გაუზიარა სტუდენტებს კვლევის დიზაინის შესახებ. კურსი ეხებოდა შემდეგ თემებს: შედარებითი ანალიზის მიზნები, ქეისების შერჩევა, საკვლევი კითხვა, მონაცემების შერჩევა და დამუშავება, თვისობრივი შედარებითი ანალიზი (QCA). კურსს ესწრებოდა 70 ქვეყნის 800-მდე მონაწილე, კურსის განმავლობაში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები კი ხელს უწყობდა მონაწილეთა დაახლოებას და ახალი კონტაქტების შეძენას.