ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერიტეტში.

11 მაისი 2022
11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს  ჰუმანიტარული ფაკულტეტის ვიცე დეკანს, ნატალია გილიუ-სულიკაშვილსა (Natalia Guilluy-Sulikashvili) და პროფესორ,  ბართლომი კურმოს (Barthelemy Courmont) უმასპინძლა.

აღსანიშნავია, რომ ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი, დავიდ ტერტრი (David Teurtrie). 

საფრანგეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან, ტურიზმის სკოლის დეკანთან, ნინო კალანდაძესთან, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დირექტორთან, თინათინ გიორგაძესთან და საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. 

შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების  შესაძლებლობებზე, კერძოდ ერთობლივი პროგრამების შემუშავებაზე ტურიზმისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებზე, აგრეთვე მოკლევადიანი პროექტების განხორციელებაზე. 

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი, Erasmus+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის (International Credit Mobility- ICM) პროგრამის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის პარტნიორია 2017 წლიდან. თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის მობილობას.