ნეო სამეცნიერო მედიცინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტი

23 ივნისი 2023

16 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტმა, ნეო სამეცნიერო მედიცინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის, ინდოეთი (Neo Institute Of Medical Sciences And Technology, India) დირექტორს, დოქტორ ბ. დივია სუნითა რაჯს (Dr B Divya Sunitha Raj), ოპერაციების მთავარ მენეჯერს, ბატონ ვ. შრი როჰიტსა (Mr V Sri rohit) და საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელს, ანიმშას (Animisha) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ინტერაქციული შეხვედრები როგორც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, ასევე მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ურთიერთობების და სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტებთან.

 

აღსანიშნავია რომ ვიზიტისას ჩატარდა საორიენტაციო შეხვედრა სამეცნიერო მედიცინისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტის სტუდენტებთანაც, სადაც მათ მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.