SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის - მეორე ბანაკი

1 მაისი 2025

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ მეორე ბანაკი გაიმართა.

 

მონაწილეებმა გამოწვევებსა და აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. 

 

 შეხვედრას ფასილიტაცია გაეროს განვითარების პროგრამის „საჯარო მმართველობის მხარდაჭერა საქართველოში” პროექტის მენეჯერმა, სესილი ვერძაძემ გაუწია.

 

SDG ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა მესამედ ტარდება საქართველოში. მიმდინარე წელს პროგრამაში მონაწილეობას იღებენ შემდეგი კომპანიების წარმომადგენლები:  Combined Ratio Solutions, ICR, Gazelle Finance, Primera Golf & Residence LLC, Kudos, Socar, Betterfly, Green steps, The Crossroads, Loialte, Eco Brands, EY Georgia, Business and Technology University, MFO Georgian Credit, TBC Bank

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსკლუზიური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრი.

აქსელერაციის პროგრამა გაეროს გლობალური შეთანხმების მხარდაჭერით,  კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, შვედეთის დაფინანსებული პროექტის ,,ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება.