ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ვანდეს კათოლიკურ უნივერსიტეტთან

19 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტსა და ვანდეს კათოლიკურ უნივერსიტეტს, საფრანგეთი (ICES Catholic University of Vendée), შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერა ხელი.

 

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა სტუდენტთა გაცვლის ხელშეკრულება, რაც კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლისა და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, ერთი სემესტრი გაატარონ პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის მიზნით.

 

ვენდეს კათოლიკური უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია საფრანგეთში.